Share


1 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე

2018-11-05 09:03:13

საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა უნგრეთის ქალაქ გიორში ევროპის ჩემპიონატზე 23 წლამდელთა შორის 1 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.  ყველაზე წარმატებული -81კგ წონითი კატეგორიაში  კატეგორია გამოდგა, სადაც ორი ქართველი ძიუდოისტი თამაზ კირაკოზაშვილი და ვლადიმერ ახალკაცი ასპარეზობდა და ორივე ფინალში გავიდა. ფინალური ბრძოლა კირაკოზაშვილის ტრავმის გამო არ შედგა. შესაბამისად, 18 წლის ვლადიმერ ახალკაცს ოქროს მედალი ერგო, თამაზ კირაკოზაშვილს  - ვერცხლი. -60კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალს ჯაბა პაპინაშვილი დაეუფლა. ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ ეთერ ლიპარტელიანი (-57კგ) და ონისე სანებლიძე (-100კგ).