Share


ჭრიკიშვილის პირველი მოგებული გრან პრი -90კგ-ში

2018-07-30 10:08:18

ავთანდილ ჭრიკიშვილმა -90კგ წონით კატეგორიაში პირველი გრან პრი მოიგო. ზაგრებში მან 6 შეხვედრა ჩაატარა და ყველა შეხვედრაში საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა. ფინალში ჭრიკიშვილმა 2013 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული კუბელი ესლი გონსალესი დაამარცხა. ავთანდილ ჭრიკიშვილს სხვადასხვა მიზეზთა გამო საერთაშორისო სარბიელზე შარშანდელი მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის შემდეგ არ ეასპარეზა.

+100კგ წონით კატეგორიაში გამარჯვებული გურამ თუშიშვილი გახდა. თუშიშვილმა, რომელიც ტურნირში პირველ ნომრად იყო განთესილი, ფინალში ოლიმპიური პრიზიორი ისარელის წარმომადგენელი ორ სასონი დაამარცხა. მანამდე კი ოთხ შეხვედრაში იმარჯვა.

ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ლაშა ტაველურმა, რომელმაც -100კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის შეხვედრა 2013 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულს აზერბაიჯანელ ელხან მამადოვს მოუგო. ლაშა ტაველურისთვის მსგავსი რანგის ტურნირზე ეს მოპოვებული პირველი მედალია.