Share


ბაგრატ ნინიაშვილი გრან პრის გამარჯვებულია

2018-04-06 18:53:31

19 წლის ბაგრატ ნინიაშვილი ანტალიის გრან პრის გამარჯვებული გახდა. მან ფინალში 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონი მოლდოველი დენის ვიერუ დაამარცხა, მანამდე კი 4 შეხვედრა მოიგო. მათ შორის შარშანდელი მასტერსის ფინალისტთან ყაზახ იელდოს ჟუმაკანოვთან.

ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის 19 წლის ჯაბა პაპინაშვილი, რომელმაც -60კგ წონით კატეგორიაში ოთხი შეხვედრის მოგების შემდეგ მხოლოდ ფინალში წააგო.

-81კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 18 წლის ტატო გრიგალაშვილმა, რომელმაც მეორე წრეში მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი და მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერი ირანელი საეიდ მოლაეი დაამარცხა. შესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი ტურნირში მეორე ნომრად განთესილ უნგრელს ლასლო ჩოკნიაის მოუგო.