Share


26 ნოემბერი 2022, ევროპის საკლუბო ჩემპიონატი - შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ჩემპიონთა ლიგა, გორი, საქართველო

2022-11-26 10:25:53

26 ნოემბერს გორში სპორტის სასახლეში გაიმართება ევროპის საკლუბო ჩემპიონატი - შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ჩემპიონთა ლიგა. ასეთი რანგის შეჯიბრებას საქართველო პირველად მასპინძლობს. ჩემპიონთა ლიგაში სამი ქართული კლუბის გარდა იასპარეზებენ კლუბები საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, თურქეთიდან, საბერძნეთიდან, პორტუგალიიდან და სერბეთიდან. ტურნირში გამარჯვებისთვის მამაკაცთა შორის 8 კლუბი იბრძოლებს, ქალთა შორის - 10 კლუბი.  

კლუბების შემადგენლობაში არიან მსოფლიოს უძლიერესი ძიუდოისტები, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ფრანგი ტედი რინერი, რომელიც საქართველოში პირველადაა. ის ფრანგული კლუბის „პარი სენ ჟერმენის“ შემადგენლობაშია.

ტურნირში მამაკაცთა შორის მონაწილეობას მიიღებს სამი ქართული კლუბი: „მებრძოლი“, „გოლდენ გორი“ და „არეა“, რომელთა შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების თითქმის ყველა ძიუდოისტია. რამდენიმე ქართველი ძიუდოისტი უცხოური კლუბების ღირსებას დაიცავს.

კლუბების სრული სია და შემადგენლობები

პირდაპირი რეპორტაჟი და შედეგები

შეჯიბრების დასაწყისი 10:00.

ფინალური ბლოკის დასაწყისი 16:00.