Share


11-13 იანვარი 2021, მასტერსი, დოჰა, კატარი

2021-01-11 12:27:28
დოჰას მასტერსი 2021 წლების სეზონის პირველი შეჯიბრებაა. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2020 წელს ძიუდოს საერთაშორისო ტურში შეტანილი შეჯიბრებების უმეტესობა პანდემიის გამო გააუქმა, ზოგიერთი შეჯიბრების ჩატარება კი მომავალი სეზონისთვის გადადო.  სხვა შეჯიბრებების მსგავსად გადაიდო მაისში ჩასატარებელი მასტერსი, რომელიც დოჰაში უნდა გამართულიყო. მასტერსი, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ ორგანიზებული ტურნირებიდან რანგით ყველაზე მაღლა დგას. აქ მხოლოდ რეიტინგის საუკეთესებს იწვევენ. თუ წინა წლებში მასტერსზე რეიტინგის 16 საუკეთესო ძიუდოისტი დაიშვებოდა, ბოლო სეზონებია მასტერსზე წონის 36 საუკეთესოს იწვევენ. შედეგად 11-13 იანვარს კატარში გასამართ ამ პრესტიჟულ შეჯიბრში საქართველოს ნაკრების 15 ძიუდოისტი იასპარეზებს.
საქართველოს ნაკრები:
-60კგ - ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე,
-66კგ - ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი,
-73კგ - ლაშა შავდათუაშვილი,
-81კგ - ტატო გრიგალაშვილი, ლუკა მაისურაძე,
-90კგ - ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ბექაური,
-100კგ - ვარლამ ლიპარტელიანი,
+100კგ - გურამ თუშიშვილი, ლევან მატიაშვილი, გელა ზაალიშვილი,
-52კგ - ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი,
-57კგ - ეთერ ლიპარტელიანი.
პირდაპირი რეპორტაჟი და შედეგები https://live.ijf.org/
წინასწარი შეხვედრები 11 და 13 იანვარს 11:00-ზე დაიწყება. 12 იანვარს - 12:00-ზე.
ფინალური ბლოკის დასაწყისი სამივე დღეს 18:00.
ფინალური ბლოკის პირდაპირი ტელერეპორტაჟი „სილკ უნივერსალზე“.

11 იანვარი - ქალები: -48კგ, -52კგ, -57კგ. კაცები: -60კგ, -66კგ.
12 იანვარი - ქალები: -63კგ, -70კგ. კაცები: -73კგ, -81კგ.
13 იანვარი - ქალები: -78კგ, +78კგ. კაცები: -90კგ, -100კგ, +100კგ.