„მასტერ კლასი“ ნორჩი ძიუდოისტებისთვის

10 აპრილი - ახმეტა, 11 აპრილი - გურჯაანი, 12 აპრილი - საგარეჯო

საქართველოს ძიუდოს ფედერაცია თბილისში გასამართი 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადების პროგრამის ფარგლებში საწვრთნელი პროცესის ოპტიმალურად წარმართვის პრაქტიკული დახმარების მიზნით სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად 1999-2000 წლებში დაბადებული ძიუდოისტებისთვის და მათი მწვრთნელებისთვის იწყებს რეგიონებში „მასტერ კლასის“ ვარჯიშების ჩატარებას.  პირველი რეგიონი, სადაც მსგავსი ვარჯიშები დაიგეგმა არის კახეთი, სადაც “მასტერ კლასი“ ჩატარდება 10-12 აპრილს. ვარჯიშები ჩატარდება სამ რაიონულ ცენტრში (ახმეტა, გურჯაანი, საგარეჯო), სადაც დამტკიცებული განაწილების მიხედვით ჩავლენ მწვრთნელები და ძიუდოისტები ახლომდებარე რაიონებიდან.
„მასტერ კლასი“ 10 აპრილს ჩატარდება  ახმეტაში, 11 აპრილს - გურჯაანში, 12 აპრილს - საგარეჯოში. ვარჯიშებს ჩაატარებენ საქართველოს 1999-2000 წლებში დაბადებულ ვაჟთა და გოგონათა ნაკრებების მწვრთნელები.
პროგრამის კოორდინატორი - ირაკლი უზნაძე
ვაჟთა ნაკრების მწვრთნელები: ნესტორ ხერგიანი, ბიძინა მოხევიშვილი
გოგონათა ნაკრების მწვრთნელები: თამაზ კარიაული, გიგა ბოჭოიძე

9.04.2012