8.07.2012

პეტერ ზაიზებახერმა საქართველოს ნაკრების საოლიმპიადო შემადგენლობა გამოაცხადა

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა პეტერ ზაიზენბახერმა დღეს ძიუდოს ფედერაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების საოლიმპიადო შემადგენლობა გამოაცხადა:

-60 კგ - ბეთქილ შუკვანი
-66 კგ - ლაშა შავდათუაშვილი
-73კგ - ნუგზარ ტატალაშვილი
-81 კგ - ავთანდილ ჭრიკიშვილი
-90 კგ - ვარლამ ლიპარტელიანი
-100 კგ - ლევან ჟორჟოლიანი
+100 კგ - ადამ ოქრუაშვილი

ოთხ წონით კატეგორიაში ( 66, 73, 81, 90) ლონდონში წამსვლელთა ვინაობა ადრევე იყო ცნობილი. დარჩენილ სამ წონაში (60,100, +100) მწვრთნელს არჩევანი ორ-ორ ძიუდოისტს შორის უნდა გაეკეთებინა. მძიმე წონაში ზვიად ხანჯალიაშვილის ტრავმის გამო, ადამ ოქრუაშვილის საოლიმპიადო განაცხადში მოხვედრა ეჭვს აღარ იწვევდა. 60 კგ-ში ზაიზენბახერმა ამირან პაპინაშვილს ბეთქილ შუკვანი ამჯობინა. 100 კგ-ის შესახებ კი განაცხადა, რომ მას ლონდონში ირაკლი ცირეკიძის წაყვანა სურდა, მაგრამ თავად სპორტსმენმა ოლიმპიადაზე ასპარეზობა იუარა და იგი იძულებული გახდა შემადგენლობაში ლევან ჟორჟოლიანი დაესახელებინა.
პეტერ ზაიზებახერის თქმით, ოლიმპიადაზე მედლის მოპოვების მეტი შანსი გამოცდილ სპორტსმენებს აქვთ და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრები ახალგაზრდული გუნდია, მას მაინც აქვს იმედი, რომ ქართველი ძიუდოისტები ლონდონში მოახერხებენ მედლის მოპოვებას.