8.07.2007 ჭაბუკთა 5 მედალი ევროპის ჩემპიონატში მალტაში გამართულ ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს ქართველმა ძიუდოისტებმა, რომლებმაც 5 მედალი მოიპოვეს. ევროპის ჩემპიონი 66 კგ წონით კატეგორიაში ზებედა რეხვიაშვილი გახდა. 60 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალს დაეუფლა ზვიად კაპანაძე, ხოლო ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს ოთარ კაიდარაშვილმა (50 კგ), გიორგი მერმანიშვილმა (73 კგ) და ვაჟა დაბრუნდაშვილმა (მძიმე წონა). |