5.05.2008 ქართველი ჭაბუკების წარმატება ჩეხეთში ევროპის ძიუდოს კავშირის საერთაშორისო ტურნირი 17 წლამდე ძიუდოისტთა შორის, ტეპლიცე 2008 საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა 3-4 მაისს წარმატებით იასპარეზა ჩეხეთის ქალაქ ტეპლიცეში გამართულ საერთაშორისო ტუნრირში, სადაც 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ჩემპიონები გახდნენ შმაგი ლაგაზაური (50 კგ), გოჩა ვარძელაშვილი (55 კგ) და გიორგი მერმანიშვილი (81 კგ). ვერცხლის მედალს დაეუფლა ლევან რუაძე (73 კგ), ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი გახდა ირაკლი ლომიძე (60 კგ). ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელმა ჯემალ ნათელაშვილმა ნაკრები იმ ძიუდოისტებისგან დააკომპლექტა, რომლებიც 18-19 აპრილს გამართულ საქართველოს პირველობაში ჩემპიონები გახდნენ. ტეპლიცეში სულ 8 ქართველმა ძიუდოისტმა იასპარეზა. ჭაბუკთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც ივლისში ბოსნია-ჰერცოგოვინაში გაიმართება. |