30.09 2008    მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი, 5 ოქტომბერი, იაპონია

 

5 ოქტომბერს ტოკიოში გაიმართება მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი კაცთა და ქალთა შორის. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ჩემპიონატში საასპარეზოდ 8-8 ნაკრები დაუშვა. აქედან 2-2 ნაკრების გამოყვანის უფლება მისცა ევროპასა და აზიას, ხოლო თითო ნაკრებით იასპარეზებენ აფრიკა, ამერიკა და ოკეანეთი. გარდა ამისა, როგორც მასპინძელი, ჩემპიონატში დაშვებულია იაპონია. კაცთა შორის, ევროპიდან იასპარეზებს საქართველოს ნაკრები, როგორც ევროპის ჩემპიონი და რუსეთის ნაკრები, როგორც ევროპის ჩემპიონატის პრიზიორი. თუ რომელიმე გუნდი ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარს იტყვის, მაშინ ევროპიდან სარეზერვო ნაკრებია საფრანგეთი. სხვა კონფედერაციებიდან კი მასპინძელთა გარდა, კაცთა შორის  იასპარეზებენ: კორეა, უზბეკეთი, ალჟირი, ბრაზილია და ახალი ზელანდია. ქალთა შორის ჩემპიონატში დაშვებულნი არიან: იაპონია, კორეა, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ალჟირი, კუბა და ავსტრალია.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: 60 კგ- ნესტორ ხერგიანი, 66 კგ - მინდია ხომიზური, 73 კგ - ზაზა კედელაშვილი, 81 კგ - დავით ქევხიშვილი, 90 კგ - ვარლამ ლიპარტელიანი, 100 კგ - ირაკლი ცირეკიძე, ლევან ჟორჟოლიანი, +100 კგ - ლაშა გუჯეჯიანი, ნოდარ მეტრეველი.