3.05.2007 მსოფლიოს სუპერთასი პირდაპირ ეთერში ევროპის ძიუდოს კავშირი ბოლო პერიოდში სისტემატურად აწარმოებს დიდი საერთაშორისო შეჯიბრებებიდან პირდაპირ რეპორტაჟებს ინტერნეტით. მსგავსი რეპორტაჟები განხორციელდა ბუდაპეშტის მსოფლიოს თასიდან, ჰამბურგის მსოფლიოს სუპერთასიდან და ევროპის ჩემპიონატიდან, თუმცა მსურველებს ამ სამივე შეჯიბრის ნახვა მხოლოდ გარკვეულ საფასურად შეეძლოთ. ამჯერად, ევროპის ძიუდოს კავშირიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, გულშემატკივრებს მოსკოვში მიმდინარე მსოფლიოს სუპერთასის გათამაშების უფასოდ ნახვის საშუალება ექნებათ. www.eujudo.com |