2-3 აპრილი, 20
ევროპის თასი ჭაბუკთა შორის
კიევი, უკრაინა

გუნდური პირველი ადგილი ევროპის თასზე

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა კიევში გამართულ ევროპის თასზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ქართველმა ჭაბუკებმა 4 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ევროპის თასის გათამაშება 2-3 აპრილს უკრაინის დედაქალაქ კიევში გაიმართა. შეჯიბრებაში 18 ქვეყნის 450-მა ძუდოისტმა იასპარეზა. საქართველოს ნაკრების მწვრთნელებმა (მთავარი მწვრთნელი გიორგი ვაზაგაშვილი, მწვრთნელი გიორგი რევაზიშვილი) კიევში 16 ძიუდოისტი წაიყვანეს. 9 მათგანმა შეჯიბრებაში მედლის მოპოვება მოახერხა. ორ წონით კატეგორიაში (-73კგ და -90კგ) ქართული ფინალები გაიმართა.  -66კგ წონით კატეგორიაში კი გამარჯვებულის კვარცხლბეკზე 4 ძიუდოისტიდან 3 ქართველი იყო. აღსანიშნავია, რომ თამაზ კირაკოზაშვილმა (-60კგ), ლევან გუგავამ (-73კგ) და შალვა ჩოჩელმა (-90კგ) ორი კვირის წინ ანტალიაში გამართულ ევროპის თასზეც გაიმარჯვეს. საქართველოს ნაკრების მწვრთნელებმა ამ ტურნირების შედეგების მიხედვით უნდა შეარჩიონ ის ძიუდოისტები, რომლებიც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე და ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავენ.

ოქრო
-60კგ – თამაზ კირაკოზაშვილი
-66კგ – გიორგი მუზაშვილი
-73კგ – ლევან გუგავა
-90კგ – შალვა ჩოჩელი

ვერცხლი
-73კგ – ბექა დონღვანი
-90კგ – გურამ თუშიშვილი

ბრინჯაო
-66კგ – აპოლონ ზურაბიანი
-66კგ – ვანო ჩურჩხელაშვილი
-81კგ – ბექა ღვინიაშვილი