საქართველოს ნაკრების წევრები იაპონიაში

ამსტერდამის გრან-პრის შემდეგ საქართველოს ნაკრების რამდენიმე წევრი ნაკრების მთავარი მწვრთნელთან პიტერ ზაიზენბახერთან ერთად ჰოლანდიიდანვე გაემგზავრა იაპონიისკენ, ნაწილმა კი საქართველოს მოაშურა. იაპონიაში გაემგზავრნენ ამირან პაპინაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ლაშა გუჯეჯიანი. იაპონიაში თბილისიდან გაემგზავრა ზურაბ ზვიადაური. ძიუდოისტები ოთხი კვირის განმავლობაში ტოკიოში სავარჯიშოდ დარჩებიან. შესაბამისად, ისინი ვერ იასპარეზებენ 3-4 დეკემბერს გასამართ საქართველოს ჩემპიონატში. რაც შეეხება ტოკიოს გრან-სლემს, რომელიც 9-11 დეკემბერს გაიმართება, ამ შეჯიბრში დაგეგმილია ირაკლი ცირეკიძის ასპარეზობა. ქართველი ძიუდოისტი ორგანიზატორებმა ტურნირში საასპარეზოდ სპეციალურად მიიწვიეს. ირაკლი ცირეკიძე ტოკიოდან ჩინეთს გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს ქინგდაოს გრან-პრის გათამაშებაში, რომელიც 16-18 დეკემბერს გაიმართება. ამავე ტურნირში დაგეგმილია ლევან ჟორჟოლიანის ასპარეზობაც

P.S. ლაშა გუჯეჯიანმა ტოკიოში ტრავმა მიიღო და საქართველოში დროზე ადრე სამკურნალოდ ბრუნდება