28.11.2008 საქართველოს ნაკრები და შოთა ხაბარელი ევროპაში საუკეთესოა ათენში გაიმართა ევროპის ძიუდოს კავშირის კონგრესი, სადაც შეაჯამეს წლის შედეგები და გამოავლინეს საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციაში. ევროპის 2008 წლის საუკეთესო მწვრთნელად შოთა ხაბარელი დაასახელეს (მეოთხედ). ევროპის წლის საუკეთესო გუნდი კი საქართველოს ნაკრები გახდა. ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტმა სერგეი სოლოვეიჩიკმა საუკეთესო გუნდისთვის განკუთვნილი პრიზი საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტს დილარ ხაბულიანს გადასცა.
|