28.03.2007 ევროპის ჩემპიონატის წინ 6-8 აპრილს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაიმართება ევროპის ჩემპიონატი, სადაც საქართველოს კაცთა და ქალთა ნაკრებიც იასპარეზებს. კაცთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის წინ მთავარი მწვრთნელის შოთა ხაბარელის ხელმძღვანელობით უკვე გაიარა შეკრება ბაკურიანში, ამჟამად კი შეკრება გრძელდება ბორჯომში. |