27.10.2007       საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ბელორუსის დედაქალაქ მინსკში გამართულ ევროპის გუნდურ ჩემპონატში ოქროს მედლები მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტებმა ჯერ პოლონეთის ნაკრებს სძლიეს, შემდეგ რუსეთის ნაკრები დაამარცხეს, ფინალში კი ფრანგებთან გაიმარჯვეს. საქართველოს ნაკრებმა მესამედ მოიპოვა ევროპის საუკეთესო გუნდის ტიტული. ევროპის გუნდურ ჩემპიონატში ქართველმა ძიუდოისტებმა 2002 და 2003 წლებშიც გაიმარჯვეს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მინსკში გამართულ ევროპის გუნდურ ჩემპიონატში: ნესტორ ხერგიანი, ბეთქილ შუკვანი, ზაზა კედელაშვილი, მინდია ხომიზური, გიორგი ბაინდურაშვილი, გრიგოლ შინჯიკაშვილი, ირაკლი ცირეკიძე, ლევან ჟორჟოლიანი, ლევან რაზმაძე, ლაშა გუჯეჯიანი. მწვრთნელები: შოთა ხაბარელი, გურამ მოდებაძე, ბიძინა მოხევიშვილი.