26.02.2008 საქართველოს ნაკრები 1-2 მარტს პრაღაში მსოფლიოს თასზე იასპარეზებს საქართველოს ნაკრების ძიუდოისტები 25 თებერვალს გერმანიაში გაემგზავრნენ, სადაც 29 თებერვლამდე ჰამბურგში ერთობლივ ვარჯიშებში მიიღებენ მონაწილეობას. შემდეგ კი გადავლენ პრაღაში და მსოფლიოს თასზე იასპარეზებენ. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა პრაღის მსოფლიოს თასზე:
ამავე დღეებში ქალთა შორის მსოფლიოს თასი გათამაშდება პოლონეთშიც. ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია თენაძემ ვარშავაში ორი ძიუდოისტის წაყვანა გადაწყვიტა. 57 კგ წონით კატეგორიაში ლუიზა ფევაძე იასპარეზებს, ხოლო 63 კგ წონით კატეგორიაში თინათინ ქულუსაშვილი. |