25.05.2008 გიორგი ბაინდურაშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა მოსკოვის მსოფლიოს სუპერთასზე გაიმარჯვეს მოსკოვში გამართულ მსოფლიოს სუპერთასის გათამაშებაში წარმატებით იასპარეზეს საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა. 81 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი გიორგი ბაინდურაშვილმა მოიპოვა. 90 კგ წონით კატეგორიაში კი ჩემპიონი ვარლამ ლიპარტელიანი გახდა, რომელმაც ფინალში დამატებით დროში დავით ლორიაშვილს აჯობა. მოსკოვშივე გაიმართა ევროპის ღია გუნდური ჩემპიონატი, სადაც საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა. აქ გუნდები ერთმანეთს 5 წონით კატეგორიაში ეჯიბრებოდნენ. საქართველოს ნაკრებმა პირველ შეხვედრაში დაამარცხა ბრაზილია, შემდეგ ნახევარფინალში დამარცხდა მონღოლეთთან, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩში კი გაიმარჯვა საფრანგეთთან. |