28 ოქტომბერი - ძიუდოს მსოფლიო დღე
28 ოქტომბერს, კვირას, ძიუდოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს ძიუდოს ფედერაცია აწყობს ტურნირს ჟურნალისტებს შორის, სადაც მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში მოქმედი ყველა მედიასაშუალების ჟურნალისტებს. შეჯიბრი დაიწყება 12 საათზე ძიუდოს აკადემიაში. ტურნირში მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია ძიუდოს ფედერაციაში. წონითი კატეგორიები განისაზღვრება მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით. |