მწვრთნელთა გამოცდები

25 აპრილს მწვრთნელები, რომლებსაც ცხრა დღის განმავლობაში თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობა უტარდებოდათ, გამოცდებს ჩააბარებენ. გამოცდები გლდანის ოლიმპიური მზადების ცენტრში 12 საათზე დაიწყება. მწვრთნელებს ჯერ ექნებათ პრაქტიკული გამოცდა, ხოლო შემდეგ თეორიაში - ტესტირება. წარმატების შემთხვევაში ისინი მოგვიანებით მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დახმარებით, მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები 17 აპრილს დაიწყო. მეცადინეობებს პროფესორი გურამ რატიშვილი ხელმძღვანელობდა. კურსების ასამაღლებლად მოწვეული იყო საქართველოს ყველა რეგიონის 26 მწვრთნელი.

 

24.04.2012