26-27 იანვარი 2008

თბილისის მსოფლიოს თასი

სპორტი სასახლე

 

26-27 იანვარს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება მსოფლიოს თასის გათამაშება ძიუდოში, რომელიც ამავე დროს არის პეკინის ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირი. ამ შეჯიბრში იასპარეზებენ მსოფლიოს უძლიერესი გუნდები, მათ შორის: იაპონია, საფრანგეთი, რუსეთი, ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესპანეთი, იტალია, კუბა და სხვა ქვეყნები. სულ მსოფლიოს თასის გათამაშებაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ორმოცზე მეტმა ქვეყანამ. გულშემატკივრებს ტატამზე არაერთი ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონის ნახვის საშუალება ექნებათ.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციას ამ პრესტიჟული გათამაშების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის ფინანსური დახმარება გაუწიეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა და თბილისის მერიამ.
მსოფლიოს თასზე 28 სპორტსმენით წარდგება საქართველოს ნაკრები, რომელსაც როგორც მასპინძელს თითო წონით კატეგორიაში 4 ძიუდოისტით ასპარეზობის უფლება აქვს. ნაკრების შემადგენლობა საქართველოს ჩემპიონატის შედეგების მიხედვით დაკომპლექტდა. ხანგრძლივი შესვენების შემდეგ 90 კგ წონით კატეგორიაში იჭიდავებს ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური. ამავე წონაში იჭიდავებს მსოფლიოს ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე.
ქართველი ძიუდოისტები თბილისის მსოფლიოს თასზე შეეცდებიან ოლიმპიადის სალიცენზიო ქულების მოპოვებას 66 და 81 კილოგრამ წონით კატეგორიებში. დანარჩენ 5 კატეგორიაში საქართველოს ნაკრებმა ლიცენზიები უკვე მოიპოვა შარშან რიო-დე-ჟანეიროში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატში. საქართველოს ნაკრები ჯერ-ჯერობით ერთადერთია მსოფლიოში, რომელსაც პეკინის ოლიმპიადის 5 ლიცენზია აქვს მოპოვებული.

საქართველოს ნაკრები შემადგენლობა

60 კგ
1. ვახტანგ ხოსიტაშვილი
2. ბეთქილ შუკვანი
3. ამირან პაპინაშვილი
4. უშანგი კუზანაშვილი

66 კგ
1. ზაზა კედელაშვილი
2. უჩა ხუციშვილი
3. დავით ასუმბანი
4. სანდრო იაკობაშვილი

73 კგ
1. თენგიზ პაპოშვილი
2. დავით კუპრაშვილი
3. კახა მამულაშვილი
4. ზურაბ დილებაშვილი

81 კგ
1. საბა გავაშელიშვილი
2. გრიგოლ მამრიკიშვილი
3. გიორგი ბაინდურაშვილი
4. გრიგოლ შინჯიკაშვილი

90 კგ
1. ირაკლი ცირეკიძე
2. ზურაბ ზვიადაური
3. ვარლამ ლიპარტელიანი
4. ბესიკ ტყემალაძე

100 კგ
1. ლევან ჟორჟოლიანი
2. გიორგი ყიზილაშვილი
3. ლევან რაზმაძე
4. მინდია ბოდაველი

+100 კგ
1. ლაშა გუჯეჯიანი
2. ზვიად ხანჯალიაშვილი
3. ზვიად ჩინჩალაძე
4. ადამ ოქრუაშვილი