21.06.2009    საერთაშორისო კატეგორიის კიდევ ერთი მსაჯი

ქართველმა მსაჯმა ნიკოლოზ ზაუტაშვილმა 21 ივნისს წარმატებით ჩააბარა გამოცდები სლოვენიის ქალაქ ცელეში და საერთაშორისო ”B” კატეგორიის მსაჯის წოდება მიენიჭა. 29 წლის ნიკოლოზ ზაუტაშვილი, რომელიც წარმოშობით გორიდანაა, ყოფილი ძიუდოისტი და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გივი ზაუტაშვილის ვაჟია. საქართველოს ძიუდოს ფედერაციას დღეიდან უკვე საერთაშორისო კატეგორიის 7 მსაჯი ჰყავს. მათგან სამი უმაღლესი ”A” კატეგორიის (მერაბ ლოსეურაშვილი, ვლადიმერ ნუცუბიძე და ამირან ტოტიკაშვილი) და ოთხი ”B” კატეგორიის (ზურაბ კახაბრიშვილი, ელგუჯა მურადაშვილი, ია ზღულაძე და ნიკოლოზ ზაუტაშვილი). ამ შვიდი მსაჯიდან ოთხმა შესაბამისი კატეგორია ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მიიღო.