19-20 მარტი, 2011 საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა თურქეთის ქალაქ ანტალიაში გამართულ ევროპის თასის გათამაშებაში, სადაც გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ქართველმა ძიუდოისტებმა ვაჟთა შორის 5 ოქროს, 4 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და ამ მაჩვენებლით საკმაოდ გაუსწრეს მეორე ადგილზე გასულ აზერბაიჯანის ნაკრებს. აღსანიშნავია, რომ 3 წონით კატეგორიაში (-73კგ, -81კგ და +90კგ) ქართული ფინალი ჩატარდა. ჭაბუკთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ვაზაგაშვილმა და მწვრთნელმა გიორგი რევაზიშვილმა ევროპის თასზე საასპარეზოდ ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა წაიყვანეს. ნაკრებში ძირითადად ის ძიუდოისტები მოხვდნენ, რომლებმაც ორი კვირის წინ გამართულ საქართველოს ჩემპიონატში თავი გამოიჩინეს. ნაკრების მწვრთნელებისთვის, ისევე როგორც ძიუდოისტთა უმრავლესობისთვის, ეს პირველი საერთაშორისო შეჯიბრება იყო. ვაჟები ვერცხლი ბრინჯაო
გოგონები ბრინჯაო
|