20.02.2008       საქართველოს ნაკრები 22-24 თებერვალს ჰამბურგის მსოფლიოს სუპერთასზე იასპარეზებს

საქართველოს ნაკრების ძიუდოისტები 22-24 თებერვალს ჰამბურგის მსოფლიოს სუპერთასზე იასპარეზებენ. მას შემდეგ რაც საქართველოს ნაკრებმა პრაქტიკულად გაინაღდა პეკინის ოლიმპიადის ლიცენზიები ყველა წონით კატეგორიაში, ნაკრების მწვრთნელებმა გადაწყვიტეს მსოფლიოს სუპერთასზე ნაკრების სხვა წევრებიც გამოსცადონ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ჰამბურგის მსოფლიოს სუპერთასზე:

60 კგ
- ბეთქილ შუკვანი
66 კგ
- სანდრო იაკობაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი
81 კგ
- გრიგოლ შინჯიკაშვილი, ხვიჩა ხუციშვილი
100 კგ 
- ნოდარ მეტრეველი
მწვრთნელი
- ბორია ფირცხელიანი

ჰამბურგში 25 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით გაიმართება ერთობლივი ვარჯიშები, სადაც უკვე საქართველოს ძირითადი ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას. ვარჯიშების შემდეგ კი ნაკრები ჰამბურგიდან მსოფლიოს თასზე საასპარეზოდ პრაღაში გაემგზავრება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა პრაღის მსოფლიოს თასზე:

66 კგ
- ნესტორ ხერგიანი, მინდია ხომიზური
73 კგ
- ზაზა კედელაშვილი, ზურაბ დილებაშვილი
81 კგ
- გიორგი ბაინდურაშვილი, საბა გავაშელიშვილი
90 კგ
- ირაკლი ცირეკიძე, ზურაბ ზვიადაური
100 კგ
- ლევან ჟორჟოლიანი
+100 კგ
- ლაშა გუჯეჯიანი
მწვრთნელები
- შოთა ხაბარელი, ბორია ფირცხელიანი