22-23 მაისი, 2010
დიდი სლემი
ბრაზილია, რიო-დე-ჟანეირო

ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში 22-23 მაისს გაიმართება დიდი სლემის სერიის შეჯიბრება, სადაც წინასწარი ინფორმაციით მონაწილეობას მიიღებს 42 ქვეყნის 390 ძიუდოისტი. ამ შეჯიბრებაში მწვრთნელის გურამ მოდებაძის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრების 3 ძიუდოისტი დავით ქევხიშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი და ლევან ჟორჟოლიანი იასპარეზებს.