18.05.2007       მარიუს ვიზერი თბილისში

პრესკონფერენცია

ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტმა მარიუს ვიზერმა, რომელიც თბილისში ორი დღით იმყოფებოდა, 18 მაისს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ოფისში თავისი ვიზიტის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა, სადაც ისაუბრა 2009 წელს საქართველოში ჩასატარებელი ევროპის ჩემპიონატის შესახებ. მისი თქმით, საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში და შემთხვევითი არ არის, რომ საქართველომ ევროპის უმთავრესი შეჯიბრის ჩატარების უფლება მოიპოვა. მარიუს ვიზერმა  სიამოვნებით აღნიშნა, რომ ევროპის ჩემპიონატი თბილისში გარემონტებულ სპორტის სასახლეში ჩატარდება. მან ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს ძიუდოს ფედერაციას ყოველმხრივ დახმარება აღუთქვა.