17.09.2006 საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია

ჩემპიონები

17 სექტემბერს პარიზში "ბერსის" დარბაზში გაიმართა მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი, სადაც გამარჯვებული საქართველოს ნაკრები გახდა. ქართველმა ძიუდოისტებმა დაამარცხეს ეგვიპტის, უკრაინის, კორეის და რუსეთის ნაკრებები და ისტორიაში პირველად მოიპოვეს მსოფლიოს საუკეთესო გუნდის ტიტული. ამ ტიტულს საქართველოს ნაკრები ოთხი წლის განმავლობაში ატარებს.