მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები

საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ ბავშვთა მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა დაიწყო. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად შემუშავდა პროგრამა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენლებს ჩაუტარდებათ კვალიფიკაციის ამაღლების ათდღიანი კურსები. 17 აპრილს გლდანის ოლიმპიური რეზერვების მზადების ცენტრში დაიწყო კურსები, რომელსაც პროფესორი გურამ რატიშვილი ხელმძღვანელობს. ათი დღის განმავლობაში საქართველოს 13 რეგიონის 26 მწვრთნელი გაივლის თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობას, რის შემდეგაც მათ ჩაუტარდებათ ტესტირება. წარმატების შემთხვევაში ისინი მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს. მსგავსი კურსები საქართველოში 1988 წლიდან არ ჩატარებულა

17.04.2012