28 ოქტომბერი - ძიუდოს მსოფლიო დღე
28 ოქტომბერს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია აღნიშნავს ძიუდოს მსოფლიო დღეს. ბევრ ქვეყანაში გაიმართება მასობრივი ღონისძიებები, რომელიც მიზნად ისახავს ძიუდოს პოპულარიზაციას. სხვადასხვა ღონისძიებები დაგეგმილია საქართველოშიც. საქართველოს ძიუდოს ფედერაცია თხოვნით მიმართავს რეგიონულ ფედერაციებს, აგრეთვე რაიონებში ძიუდოს მწვრთნელებს და სხვა ოფიციალურ პირებს, შეგვატყობინოთ დაგეგმილ ღონისძიებათა გეგმა, რათა ფედერაციამ ხელი შეუწყოს მის ჩატარებას |