საქართველოს ძიუდოს ფედერაცია 12 აპრილს აწყობს აქციას სახელწოდებით „საკურას ხეივანი“. შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიის ტერიტორიაზე ფედერაციას აპირებს ალუბლის ხეების დარგვას და ხეივნის გაკეთებას. აქციაში ფედერაციის თანამშრომლების გარდა, მონაწილეობას მიიღებენ ვეტერანი და ახალგაზრდა ძიუდოისტები, ძიუდოს აკადემიაში მომუშავე მწვრთნელები და მოვარჯიშე ბავშვები. აქცია 15:30-ზე დაიწყება. მისამართი - ბელიაშვილის 5.
11.04.2012
|