11.02.2008 ბაინდურაშვილი ლიცენზიას მიუახლოვდა
9-10 თებერვალს პარიზში გაიმართა მსოფლიოს სუპერთასის გათამაშება, სადაც საქართველოს ნაკრებმაც იასპარეზა. ერთადერთი კატეგორია, რომელშიც საქართველოს ნაკრებს ჯერ ლიცენზია არ აქვს მოპოვებული 81 კილოგრამი წონითი კატეგორიაა და სხვებზე უკეთ გიორგი ბაინდურაშვილმა სწორედ ამ კატეგორიაში იასპარეზა. ზედიზედ 5 შეხვედრის მოგების შემდეგ ბაინდურაშვილი ფინალში გავიდა, სადაც რუსეთის წარმომადგენელთან ალიბეკ ბაშკაევთან დამარცხდა და მეორე ადგილი დაიკავა. ამით ბაინდურაშვილმა თავის სალიცენზიო მონაგარს 50 ქულა შემატა და საქართველოს ნაკრებს თითქმის გაუნაღდა პეკინის ოლიმპიადის ლიცენზია. არსებობს მხოლოდ თეირიული შანსი იმისა, რომ ბაინდურაშვილი ლიცენზიის გარეშე დარჩეს. სხვა ქართველი ძიუდოისტები პარიზში მედლის გარეშე დარჩნენ. პარიზის სუპერთასზე მსოფლიოს 69 ქვეყნის 564 ძიუდოისტი ასპარეზობდა. საქართველოს ნაკრები ტურნირის შემდეგ პარიზში დარჩა, სადაც ერთობლივ ვარჯიშებში მიიღებს მონაწილეობას.
|