10.12.2007 შოთა ხაბარელი - ევროპის საუკეთესო მწვრთნელი
ევროპის ძიუდოს კავშირმა 30 ნოემბერს ვარშავაში გამართულ კონგრესზე ევროპის წლის საუკეთესო მწვრთნელად საქართველოს ნაკრების მწვრთნელი შოთა ხაბარელი დაასახელა, რაც მოსალოდნელიც იყო, რადგან საქართველოს ნაკრებმა 2007 წელს სხვა ევროპულ გუნდებთან შედარებით წარმატებით იასპარეზა როგორც ევროპისა და მსოფლიოს ინდივიდუალურ ჩემპიონატებში, ისე ევროპის გუნდურ ჩემპიონატში. შოთა ხაბარელი ევროპის წლის საუკეთესო მწვრთნელი ზედიზედ მეორედ გახდა.
|