10.09.2007       მარიუს ვიზერი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი გახდა

რიო-დე-ჟანეიროში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მორიგი კონგრესის დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა კორეელმა იონგ სუნგ პარკმა თანამდებობა დატოვა. ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტად ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტი მარიუს ვიზერი აირჩია. შემდეგ კონგრესმა ვიზერი ოფიციალურად დაამტკიცა პრეზიდენტად.