ცირეკიძე მასტერსს გამოტოვებს

ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე ყაზახეთში გასამართ მასტერსზე ვეღარ იასპარეზებს. ამის მიზეზი შარშან დეკემბერში ტოკიოს გრან-სლემზე მიღებული ტრავმაა. მაშინ ირაკლი ცირეკიძემ ნეკნი იტკინა და ნახევარფინალში ასპარეზობა ვეღარ შეძლო. ამავე ტრავმის გამო ვერ მოახერხა სრულფასოვნად ასპარეზობა ჩინეთში გამართულ გრან-პრიზე, თუმცა გეგმავდა გამოსვლას ალმატიში ჩასატარებელ მასტერსზე. ამჯერად, მას ნეკნის ტრავმა გაუმიზეზდა და მისი ყაზახეთში ასპარეზობა გამოირიცხა. ექიმების თქმით, ტრავმა სერიოზულია და ცირეკიძეს მკურნალობა სჭირდება.

 

10.01.2012