Share


მეოთხედ დიუსელდორფში

2018-02-25 20:24:59

ვარლამ ლიპარტელიანი დიუსელდორფის გრან სლემის გამარჯვებული გახდა. -100კგ წონითი კატეგორიის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა ირლანდიელი ბენჟამინ ფლეტჩერი დაამარცხა. ფინალამდე კი 4 შეხვედრა მოიგო. -100კგ წონით კატეგორიაში გადასვლის შემდეგ ეს ლიპარტელიანის მოგებული პირველი გრან სლემია, თუმცა დიუსელდორფში, სადაც ანალოგიური შეჯიბრი წინა წლებში გრან პრის სახელით ტარდებოდა, მეოთხედ იმარჯვა. მან აქ  გრან პრი სამჯერ -90კგ წონით კატეგორიაში მოიგო. ამ გამარჯვების შემდეგ ვარლამ ლიპარტელიანი -100კგ წონით კატეგორიაში საერთაშორისო რეიტინგის ლიდერი გახდა.

-60 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ლუხუმ ჩხვიმიანმა.