Share


2 ონისეს 2 ოქრო

2018-02-19 10:17:59

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ავსტრიის ქალაქ ობერვარტში ევროპის ღია პირველობაზე ასპარეზობა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. -100კგ წონით კატეგორიაში გამარჯვებული ონისე სანებლიძე გახდა. დავით ოზბეთელაშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. +100კგ-ში ქართული ფინალი გაიმართა. ოქროს მედალი ონისე ბუღაძეს დარჩა, ვერცხლი - გიორგი ქავთარაძეს.