Share


2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო პარიზში

2018-02-11 17:29:20

საქართველოს ნაკრებმა პარიზის გრან სლემზე 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ვერცხლის მედლების მფლობელები ლაშა შავდათუშვილი (-73კგ) და ბექა ღვინიაშვილი (-90კგ) გახდნენ.  ბრინჯაოს მედლები ნუგზარ ტატალაშვილმა (-81კგ) და ვარლამ ლიპარტელიანმა (-100კგ) მოიპოვეს.