Share


ცვლილებები წესებში

2018-01-17 18:55:11

ცვლილებები ძიუდოს წესებში

 

12-15 იანვარს ავსტრიის საკურორტო ქალაქ მიტერსილში ძიუდოისტთა წლის პირველი კემპის პარალელურად გაიმართა IJF-ის მასშტაბური სემინარი მსაჯებისა და მწვრთნელებისთვის, რომელსაც ძიუდოს სამყაროს უამრავი წარმომადგენელი ესწრებოდა მთელი მსოფლიოდან.

საზოგადოებას გააცნეს ახალი წესები და აუხსნეს ნიუანსები, რომლებიც ამ წესების ცვლილებას ახლავს თან. 

სემინარს ქართველი საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები ვლადიმერ ნუცუბიძე და მერაბ ლოსეურაშვილიც ესწრებოდნენ. 

მათ გადაეცათ ბუკლეტები და განმარტებითი ბარათები, სადაც დეტალურადაა აღწერილი ყველა ცვლილება. 

მოკლედ გაგაცნობთ რამდენიმე ცვლილებას, რომლებიც ძალაში შევა უახლოესი ტურნირებიდან.

იხილეთ ტექსტი სრულად ცვლილებები წესებში