Share


3 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მასტერსზე

2017-12-17 21:11:52

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სანკტ-პეტერბურგში მასტერსზე 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

მასტერსის გამარჯვებულები გახდნენ: ბექა ღვინიაშვილი (-90კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (-100კგ) და გურამ თუშიშვილი (+100კგ), ვერცხლის მედალს ლაშა შავდათუაშვილი დაეუფლა (-73კგ), ხოლო ბრინჯაოს მედალი ვაჟა მარგველაშვილმა (-66კგ) მოიპოვა.

საქართველოს ნაკრები მასტერსზე სულ 6 ძიუდოისტით იყო წარმოდგენილი და ხუთმა მათგანმა მედლის მოპოვება მოახერხა. ვაჟთა შორის 7 ფინალიდან 4 ქართველი ძიუდოისტების მონაწილეობით ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ მასტერსის ისტორიაში ქართველ ძიუდოისტებს აქამდე მხოლოდ 2 ოქროს მედალი ჰქონდათ მოპოვებული (2013 წელს ადამ ოქრუაშვილს და 2015 წელს  ბექა ღვინიაშვილს), ამჯერად კი შეჯიბრის ერთ დღეს 3 ოქროს მედალი მოიპოვეს.