Share


ჯაბა პაპინაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

2017-10-18 16:50:19

ჯაბა პაპინაშვილი ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიიონატზე პაპინაშვილმა -55კგ წონით კატეგორიაში გაიმარჯვა, სადაც ფინალში აზერბაიჯანელი ნატიგ გურბანლი დაამარცხა. ფინალამდე კი სძლია ფრანგ, ბრაზილიელ, მონღოლ და ყაზახ ძიუდოისტებს.

ამავე წონით კატეგორიაში ნახევარფინალში გასვლა მოახერხა ვანო ნინიაშვილმა, თუმცა შემდეგ დამარცხდა და მეხუთზე ადგილზე გავიდა.