Share


ამირან პაპინაშვილმა ზაგრების გრან პრი მოიგო

2017-09-29 16:39:04

ამირან პაპინაშვილი ზაგრების გრან პრის გამარჯვებული გახდა. -60კგ წონითი კატეგორიის ფინალში მან რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძე დაამარცხა.  პაპინაშვილმა, რომელიც  ზაგრებში პირველ ნომრად იყო განთესილი, ფინალამდე სამი შეხვედრა მოიგო - ჯერ იაპონელ დაი აიკოს სძლია, შემდეგ კი აზერბაიჯანელ მეჰმან სადიგოვს და თურქეთის სახელით მოასპარეზე ბეკირ ოზლუს. ამირან პაპინაშვილმა კარიერაში მეოთხედ გაიმარჯვა გრან პრიზე. ამ სეზონში ეს მისი პირველი გამარჯვებაა.

-100კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ვარლამ ლიპარტელიანმა.