Share


1 ვერცხლი, 3 ბრინჯაო ინდივიდუალურში და ვერცხლი გუნდურში

2017-09-18 08:47:39

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სლოვენიის ქალაქ მარიბორში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე  ინდივიდუალურ შეჯიბრში 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ვერცხლის მედლის მფლობელი  -81კგ წონით კატეგორიაში ლუკა მაისურაძე გახდა.  ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ: ტატო გრიგალაშვილი (-73კგ), ამირან წიქორიძე და გელა ზაალიშვილი (ორივე +100კგ).

ჩემპიონატის ბოლო დღეს გუნდური შეჯიბრი გაიმართა, სადაც საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა.