Share


ვარლამ ლიპარტელიანის ვერცხლი

2017-09-02 21:30:08

ვარლამ ლიპარტელიანი ზედიზედ მეოთხედ მსოფლიოს ჩემპიონატს მედლის გარეშე არ ტოვებს. მიუხედავად იმისა, რომ მან რიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ წონა შეიცვალა, მედლის მოპოვება ახალ წონაშიც მოახერხა. იგი ამჯერად მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი -100კგ წონით კატეგორიაში გახდა. ფინალი მან იაპონელ აარონ ვულფთან დამატებით დროში წააგო, არადა შეხვედრა ძალიან კარგად მიჰყავდა და მეტოქეს ორ შიდოს უგებდა. ლიპარტელიანმა ფინალამდე ხუთი შეხვედრა მოიგო. მათ შორის ისეთ ძლიერ მეტოქეებთან, როგორებიც არიან რუსი კირილ დენისოვი და აზერბაიჯანელი ელხან მამადოვი. მათ გარდა დაამარცხა ლატვიელი ევგენიუს ბოროდავკო, ალჟირელი ლიეს ბუიაკუბი და კოტდივუარელი კოფი კრემე კობენა.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ინდივიდუალურ შეჯიბრში ასაპრეზობა 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

ვარლამ ლიპარტელიანი დავით ხახალეიშვილის შემდეგ მეორე ქართველი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატებზე 4 მედალი მოიპოვა: 
2013 - ვერცხლი (-90კგ),
2014 - ბრინჯაო (-90კგ),
2015 - ბრინჯაო (-90კგ),,
2017 - ვერცხლი (-100კგ).
დავით ხახალეიშვილმა 4 მედალი სამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოიპოვა:
1991 - ვერცხლი (აბსოლუტური),
1993 - ვერცხლი (+95კგ), ბრინჯაო (აბსოლუტური),
1995 - ბრინჯაო (+95კგ).
ვაჟა მარგველაშვილისა და უშანგი მარგიანისთვისთვის ეს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოპოვებული პირველი მედლებია.
ქართველ ძიუდოისტებს მსოფლიოს ჩემპიონატებზე სულ მოპოვებული აქვთ 6 ოქროს მედალი:
1979 - თენგიზ ხუბულური (-95კგ),
1981 - თენგიზ ხუბულური (-95კგ),
1989 - ამირან ტოტიკაშვილი (-60კგ),
1989 - კობა კურტანიძე (-95კგ),
2007 - ირაკლი ცირეკიძე (-90კგ),
2014 - ავთანდილ ჭრიკიშვილი (-81კგ).

მსოფლიოს ჩემპიონატებზე ქართველი ძიუდოისტების მიერ მოპოვებული მედლები დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ:
1991 – 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო,
1993 – 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო,
1995 - 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო,
1997 - 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო,
1999 - 2 ბრინჯაო,
2001 – 1 ვერცხლი,
2003 – 1 ვერცხლი,
2005 – 1 ბრინჯაო,
2007 – 1 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო,
2011 – 1 ბრინჯაო,
2013 – 2 ვერცხლი,
2014 – 1 ოქრო, 2 ბრინჯაო,
2015 – 2 ბრინჯაო,
2017 – 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო.