Share


ლაშა ბექაური მსოფლიოს ჩემპიონია

2017-08-11 23:47:42

ლაშა ბექაური ჩილეში მიმდინარე კადეტთა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ქართველმა ძიუდოისტმა -73 კგ წონითი კატეგორიის ფინალში იაპონელი დაიკი ნაკაჰაში იპონით დაამარცხა. ფინალამდე კი 4 შეხვედრა მოიგო. ლაშა ბექაურმა წლეულს უკვე ზედიზედ მეოთხე შეჯიბრი მოიგო. მსოფლიოს ჩემპიონატამდე ის ევროპის ჩემპიონი გახდა და ორჯერ ევროპის თასზეც იმარჯვა.

ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მარიამ ჭანტურიამ, რომელმაც -63კგ წონით კატეგორიაში ერთადერთი შეხვედრა მეოთხედფინალში მომავალ მსოფლიოს ჩემპიონთან იაპონელ ძიუდოისტთან დაძაბულ ბრძოლაში დამატებით დროში წააგო. თავად კი ოთხ შეხვედრაში იმარჯვა.