Share


ლუკა კაპანაძის ვერცხლი

2017-08-09 23:07:24

საქართველოს ნაკრებს ჩილეში კადეტთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ დღეს ერთი მონაწილე ლუკა კაპანაძე ჰყავდა, რომელმაც ვერცხლის მედალი მოიპოვა. -55კგ წონით კატეგორიაში მან ფინალამდე 4 შეხვედრა მოიგო, მძიმე ბრძოლები ჰქონდა ჩემპიონატის ფავორიტებთან ყაზახ, იაპონელ და რუს ძიუდოისტებთან. სამივე შეხვედრა ლუკამ დამატებით დროში მოიგო. ფინალში კი თურქ ძიუდოისტთან დამარცხდა.