Share


ახალგაზრდების გუნდური პირველი ადგილი ევროპის თასზე

2017-07-31 13:49:49

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა წარმატებიტ იასპარეზა ბერლინში გამართულ ევროპის თასზე.  ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს და ვაჟთა შორის საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. აღსანიშნაია, რომ ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის თასზე გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლაშა გუჯეჯიანმა გერმანიაში ის ძიუდოისტები წაიყვანა, რომელთაც ძირითად გუნდში ადგილის დამკვიდრებისთვის უნდა ებრძოლათ.

ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ ვანო ნინიაშვილი (-55კგ) და ამირან წიქორიძე (+100კგ), ვერცხლის მედლები მოიპოვეს გიორგი ჩიქოვანმა (-90კგ) და ონისე სანებლძე (-100კგ).

სრული შედეგები