Share


4 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო ოლიმპიურ ფესტივალზე

2017-07-28 21:29:03

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა უნგრეთის ქალაქ გიორში ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა საერთო ჩათვლაში 4 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
ოქრო - გიორგი ჩიხელიძე (-66კგ), მარიამ ჭანტურია (-63კგ), მიხეილ ბექაური (-90კგ), სოფიო სომხიშვილი (+70კგ). 
ვერცხლი - ბექა წიფიანი (-55კგ). 
ბრინჯაო - ვლადიმერ ახალკაცი (-81კგ), ლევან ჭელიძე (+90კგ).