Share


საქართველო ევროპის ჩემპიონია!

2017-07-02 21:22:19

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა. ლიტვის ქალაქ კაუნასში გამართულ ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატიის მესამე დღე გუნდური შეჯიბრი გაიმართა. საქართველოს ნაკრებმა დაამარცხა საბერძნეთის, იტალიის, რუსეთის, ხოლო ფინალში უნგრეთის ნაკრები და ზედიზედ მესამედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული.