Share


მიხეილ ბახბახაშვილი ევროპის ჩემპიონია

2017-06-30 20:35:19

მიხეილ ბახბახაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა. ქართველმა ძუდოისტმა -66კგ წონითი კატეგორიის ფინალში აზერბაიჯანელი გნიაზ მაჰმუდლუ იპონით დაამარცხა. ბახბახაშვილმა ლიტვის ქალაქ კაუნასში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სულ 5 შეხვედრა ჩაატარა და ხუთივე სუფთა გამარჯვებით დაასრულა. მან ფინალამდე გაიმარჯვა პორტუგალიის, უკრაინის, ბულგარეთის და რუსეთის წარმომადგენლებთან.