Share


2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო გრან სლემზე

2017-05-21 18:51:40

საქართველოს ნაკრებმა რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში გამართულ გრან სლემზე 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შეჯიბრის პირველ დღეს ვერცხლის მედალს დაეუფლა ამირან პაპინაშვილი (-60კგ). მერე დღეს კი ლევან მატიაშვილმა (+100კგ)  ვერცხლის მედალი მოიპოვა, ზებედა რეხვიაშვილმა (-81კგ) და ვარლამ ლიპარტელიანმა (-100კგ)  ბრინჯაოს მედლები.